00:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 17:28:20, 2295 ნახვა

სამართალი
„პროსერვისი“: მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია - ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია

კომპანია „პროსერვისის“ ინფორმაციით, რომლის სერვერზე სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებია განთავსებულია, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია. 

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო „პროსერვისის“ ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომპანია „პროსერვისი“ დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics