|
2019-10-29 17:12:11, 2217 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალი საზოგადოებრივი პროექტის - „მოხალისეს“ განხორციელებას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომში ახალი პროექტის - „მოხალისეს“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, საერთაშორისო ორგანიზაცია "Mercy Corps"- ისა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები. „მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. პროექტი "მოხალისე" ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ორგანიზებულ ჩართულობას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაში და მათ უსაფრთხოებას გააკონტროლებს. მას შემდეგ, რაც პროექტში ჩართვის მსურველები დარეგისტრირდებიან ვებგვერდზე - "www.volunteers.ge", შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გახდებიან მოხალისეთა ეროვნული სიის წევრები და საჭიროებისას, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ საქმიანობაში ჩაერთვებიან. შერჩეულ მოხალისეებს საკუთარ სოფლებსა და ქალაქებშივე გადაამზადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ აღჭურვილობასა და ინვენტარს მიიღებენ. პროექტი „მოხალისეს" საპილოტე ვერსია წელს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მხარეში ამოქმედდება, 2020 წლიდან კი მთელ საქართველოს მოიცავს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხეს მაღალმთიან თემს გადაეცემა სახანძრო ავტომანქანა, რაც, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, პირველადი რეაგირების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოხეს თემის უკიდურეს სოფელსა და უახლოეს სახანძრო განყოფილებას შორის მანძილი 90 კილომეტრია. სოფელ მოხეში სახანძრო-სამაშველო მანქანის არსებობით, მიმდებარე ტერიტორიებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე მისვლისთვის გასავლელი მაქსიმალური მანძილი განახევრდება. აღნიშნული ავტომანქანა გაკონტროლდება GPRS სისტემით, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება წყლით, საწვავითა და საჭირო ინვენტარით. სახანძრო მანქანას მოემსახურება 2 ადგილობრივი მოხალისე, რომლებიც სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, ხანძრის ქრობის მიმართულებით დამატებით სპეციფიკურ წვრთნას გაივლიან. დღესვე, იაპონიის საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაცია "Mercy Corps"-მა, ევროკავშირის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცეს.
(NS)
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)