|
2019-10-29 16:03:20, 2249 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთისა და პაკისტანის (MENAP) რეგიონული მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვაში ცალკე ჩანართი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს - „ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში". მიმოხილვის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს:
მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2012 წლის შემდეგ მიღწეულ გაუმჯობესებაზე „ღია ბიუჯეტის ინდექსში" და 2015-2017 წლებში მიღწეულ შედეგებზე როგორც აღნიშნულ ინდექსში, ისე საგადასახადო ეფექტიანობის მიმართულებით. ანგარიშში საუბარია მარტივ საგადასახადო რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს გადასახადების გადამხდელებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას. მიმოხილვაში ასევე, ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა, და რეფორმები მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებითა და ადამიანური რესურსების განვითარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები ადასტურებს, რომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)