|
2019-10-29 15:08:54, 2125 ნახვა
კომენტარი
თურნავა: დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული ინვესტორები მოიძებნება, რომლებიც ანაკლიის პროექტის დაფინანსებას შეძლებენ
"დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული ინვესტორები მოიძებნება, რომლებიც შეძლებენ ამ პროექტის დაფინანსებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია Meridian-ის მიერ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. "ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი ვალდებულება აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებად რისკიანი გახადოს ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ პროექტში მოიძებნება ღირსეული პარტნიორი, რომელიც შეკრავს ამ პროექტს. პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება". - აღნიშნა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)