|
2019-10-28 14:13:13, 2198 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ივანიშვილის მოძღვარი იყო, სავარაუდოდ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე
„მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციის მატარებელი თავადაც არის, ღია სივრცეში მსგავსს თემაზე საუბარი, საფრთხილოა. „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას დავალებით ან რაიმე კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე მოტივაციით გადაწყვიტა ასეთი განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი. სწორედ არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. კარგად უნდა გავიაზროთ პოლიტიკოსებმა, მიუხედავად იმისა, ვის რა ინტერესი შეიძლება გაუჩნდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო და საჯარო ინტერესი, რომელიც უფრო მაღალია ნებისმიერ სხვა ინტერესზე, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს. იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, რომ ღია სივრცეში ამ თემაზე საუბარი საფრთხილოა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)