13:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 12:31:20, 1262 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი ადამიანი ვარ, სიტყვები უკან არ მიმაქვს“ - მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობაშვილი საპატრიარქოში მივიდა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარი სიმართლეა და ის სიტყვების უკან წაღებას არ აპირებს. 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკასვილის გაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მეუფე იაკობმა დასძინა, რომ ყველაფერი პატრიარქს თავად აცნობა და ილია მეორემ მათ ღირსეული პასუხი შეუთვალა. 

"როგორც ეპისკოპოსს პოლიტიკოსებთან შეხვედრა გვიწევს ხოლმე,  როგორც მონაზონი ვარ თავისუფალი ადამიანი, რადგან გულში, რაც მქონდა ის ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ასევე ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია. უხერხულად გრძნობდნენ თავს, როცა მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც (იგულისხმება კვირიკაშვილი) შევამჩნიე ეგ და გომელაურსაც. უწმინდესზე რაც მითხრეს, 10 დღის შემდეგ მაინც ვუთხარი უწმინდესს და პასუხიც ღირსეული შევუთვალეთ. პრემიერთან ლიკვიდაციაზე საუბარი არ იყო, არამედ იმაზე, რომ შეეცვალათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics