|
2019-10-25 16:14:38, 2222 ნახვა
სამართალი
INL-მა შსს-ს ახალი აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL) კინოლოგიური პროექტი "K9"-ის ფარგლებში გადასცა სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით. აღნიშნული პროექტი INL-ის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება. აღჭურვილობის გადმოცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორი ჯუდიტ რებეკა კემპბელი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვანია სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ INL-ს წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ნაყოფიერ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საერთო პროექტებზე მუშაობას“, -განაცხადა შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.
(NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)