|
2019-10-25 12:52:46, 1137 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ფესტივალი „ციფრული თბილისი“ დღეს იხსნება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალი „ციფრული თბილისი“ 25-27 ოქტომბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია. დღეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ფესტივალთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი ახალი ფესტივალი შეემატა. „ციფრული თბილისი“ პირველი პროექტია, რომელიც ნანტი - თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი განავითარებს სახელოვნებო სცენას, მნიშვნელოვანია რომ მასში ჩართულები არიან ქართველი და საერთაშორისო და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგად თბილისი გახდება მიმზიდველი ჰაბი მსოფლიო ხელოვანებისთვის“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. „ციფრული თბილისი“ 25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიან სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ალექს ოჟიეს აუდიოვიზუალური სივრცითი პერფორმანსი „nybble“, რომელიც 2017 წელს, ესპანეთში შეიქმნა L.E.V ფესტივალისთვის. 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფესტივალი ღვინის ქარხანა N1-ში გადაინაცვლებს, სადაც მაყურებელი გიომ მარმენის „სინათლე, მეტი სინათლეს“ იხილავს. ავტორი იკვლევს ხმას, სინათლეს და სივრცეს. აღნიშნული პროექტი „კლინიკური სიკვდილის“ თემის გამოძახილია, რომლის სახელწოდება Licht, mehr Licht!” გოეთეს უკანასკნელი სიტყვებიდან მოდის. 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, მიქაელ ლაფონტენისა და ქართველი არტისტების ინსტალაცია - თბილისის აუდიოგრაფიული რუკა იქნება წარმოდგენილი. 27 ოქტომბერს, 22:00 საათიდან, ფესტივალი კლუბ „მტკვარზე“, გიომ მარმენისა და კორძის კოლაბორაცია-პერფორმანსით დასრულდება. Cyclic Patterns გიომ მარმენის, ფრანგი ციფრული არტისტისა და ქართველი მუსიკოსის, კორძის 30-წუთიანი AV პერფორმანსია, რომლის ორიგინალური სცენოგრაფია სივრცით კონცეფციაზეა დაყრდნობილი: წრე მონიშნულია 16 ვერტიკალური LED განათებით, რომლის ცენტრშიც ორი არტისტი ხვდება ერთმანეთს. „ციფრული თბილისი“ წარმოადგენს ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის - „სკოპიტონი“ (Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს თბილისში, რომელიც ადაპტირებულია ქართული სახელოვნებო სცენისთვის. ფესტივალის მიზანია ფრანგულ „სკოპიტონთან“ კოლაბორაციის შედეგად, ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად, თბილისი წლიდან წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.
(NS)
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)