09:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 10:11:39, 2159 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს რეგიონალური ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორს, ჯუდიტ რებეკა კემპბელს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯუდიტ რებეკა კემპბელმა არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით. ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებით, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით და შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics