|
2019-10-23 16:23:55, 1868 ნახვა
ეკონომიკა
Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს
„აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებზე ისაუბრა გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა. „საქართველოში 150 თანამშრომელი გვყავს და მომავალ წელს სავარაუდოდ 400 გვეყოლება. ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება საოჯახო მეურნეობებისთვის", - აღნიშნა მან. კომპანიას მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, Solar Alternative Energy 2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს. ალექსანდერ მაიერმა საქართველოს მთავარ საინვესტიციო უპირატესობებზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოს გააჩნია დიდი უპირატესობები, ეს არის ღია ეკონომიკა, სამართლიანი შრომის კანონი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. საქართველოს აქვს განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია ახალი საწარმოების გახსნა. ხელისუფლება ახალისებს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყოს ჩვენი შვილებისათვის სუფთა სამყაროს შექმნას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ საქართველო პოტენციურ პარტნიორად განიხილონ, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას და დავეხმარებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა ალექსანდერ მაიერმა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)