14:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:11:08, 1398 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ბიზნესსექტორს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა. 

„საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში  ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან  და მათი  აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან,  ეს იქნება სკვერების მოწყობა თუ კონცერტებში ჩართულობა. უკვე არის გარკვეული ინტერესი ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლიდან თბილისს ასევე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ექნება.

„ამასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ,  მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მათთან, რომ ერთობლივად შევძლოთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“, - განაცხადა  კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics