00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 12:57:17, 1070 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სახელოვნებო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა ხელმძღვანელმა მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად სახელოვნებო სკოლის თანამშრომლებთან გამართა.

შეხვედრის მიზანს 2020 წლის ბიუჯეტის მიზნობრივად განსაზღვრა, სახელოვნებო სკოლაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, მათ წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო სკოლის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 8 045 ლარით გაიზარდა, რაც ამ დროისთვის 80 700 ლარს შეადგენს.

სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს ნენიის, ბუთურაულის, უჩამბისა და ხიჭაურის ფილიალები, სადაც 62 მოსწავლე ირიცხება და დასაქმებულია 15 თანამშრომელი.

გასულ წელს, სკოლაში გაიხსნა საესტრადო სტუდია. შეიძინეს მუსიკალური ინსტრუმენტები და მოსწავლეებს გადაეცათ სასცენო ფორმები.

სახელოვნებო სკოლის მიზანია, სასკოლო ასაკის მოსწავლეებს მისცეს მუსიკალური განათლება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics