12:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 18:51:13, 2587 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი კანონი, რომელსაც ამერიკა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღებს

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ეს არის ცალსახად მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მისივე თქმით, დოკუმენტში ოკუპირებულ ტეროტორიებზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის სანქციების დაწესების თემა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოწოდებაა ასახული.

„დღეს, განხილვის დასრულების  შემდგომ, ჩატარდება კენჭისყრა. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ დოკუმენტი მოაგროვებს ორპარტიულ მხარდაჭერას და ხმების დიდი რაოდენობით იქნება მხარდაჭერილი. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, სენატში გაიმართება იგივე პროცედურა და გვაქვს მოლოდინი, რომ  წლის ბოლომდე ეს აქტი უნდა შევიდეს ძალაში და იქცეს პირველ სრულფასოვან კანონად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად და საქართველოსთან დაკავშირებით",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics