21:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 18:41:51, 1753 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის: ხარისხის ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაციის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა მომსახურების ექსპორტის მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრისას არანჩა გონსალესმა განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს და ჩაერთოს, რათა შეიქმნას უფრო მეტი კავშირები ბიზნესებს შორის, მოხდეს პარტნიორების პოვნა, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და კომპანიები უფრო პროდუქტიული გახდნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რაშიც მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომ კომპანიებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს. ამაში ჩვენი როლიც აქტიური იქნება", - განაცხადა არანჩა გონსალესმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა.

მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ასევე გააცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები.

ნათია თურნავას თქმით, ეს პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას და ეხმარება მათ პროდუქტის ექსპორტში ევროკავშირის ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბაზრების მეტად ათვისება და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics