|
2019-10-22 18:12:18, 1791 ნახვა
ეკონომიკა
უანგ ლეი - საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის (TCC) ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე, საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. „მომდევნო საუკუნეში ბუნებრივი აირი იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სექტორისთვის, არამხოლოდ მწვანე გადაწყვეტილებები იქნება მიღწეული, არამედ - ნაკლები ემისია და ნაკლები კვალი. საქართველო ცდილობს წარმატებულად დაიკავოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ რეგიონში. ამჟამად, გარდაბანის პროექტზე ვმუშაობთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით. საქართველოში კარგი რესურსია ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის . განსაკუთრებით ზამთარში ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას , რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჰიდრორესურსები. ელექტრომომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ელექტრო უსაფრთხოებას ელექტრო საწარმოს აგებით. ჩვენ ვხედავთ რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სრული წყვეტა ელექტროენერგიის მოწოდების ამ საწარმოს მეშვეობით კვლავ გაგრძელდება ელექტროენერგიის მოწოდება და განაწილება მომხმარებლებზე“, - განაცხადა უანგ ლეიმ. პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", TCC-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება. „ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში, მზარდ მოთხოვნას ვხედავთ ინჟინრებზე, კვალიფიციურ პერსონაზე რაც გააუმჯობესებს პროფესიონალურ მომსახურეობას. იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მომავალში გვინდა ხელი შევუწყოთ „სიცოცხლის ციკლის" პროექტებს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც", - აღნიშნა ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენელმა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)