|
2019-10-22 15:42:15, 1033 ნახვა
ეკონომიკა
არანჩა გონსალესი: ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას
საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა. არანჩა სანჩესი პანელის „მომგებიანი ვაჭრობა" ერთ-ერთი სპიკერი იყო, მან თავის გამოსვლაში აქცენტები ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე გააკეთა. „მცირე და საშუალო საწარმოები ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, მთელი ბიზნესის 99% უნდა შეადგენდეს. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გლობალური ზრდა დადის ყველაზე დაბალ დონეებზე, რომ საზოგადოების ზრდა იყოს უფრო ინკლუზიური, ჩართულობაზე ორიენტირებული", -აღნიშნა მან. არანჩა გონსალესმა ასევე ხაზი გაუსვა ვაჭრობის სექტორში ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას. „ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას", - განაცხადა მან. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. „ჩვენ როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ვმუშაობთ მთავრობასთან და ვამაყობთ რომ ამ ძალისხმევაში შეგვაქვს წვლილი. ეს არის გონივრული პოლიტიკა", - აღნიშნა არანჩა გონსალესმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს საერთაშორისო sme-ების ნაკლებობა. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ საერთაშორისო პარტნიორების მოძებნაში. ვცდილობთ ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემაა", - აღნიშნა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)