11:07 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:46:58, 2574 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა არ სჭირდება

"ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ მისი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობას კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არასდროს ჰქონია. 

"ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ორივე მხარეს მოვძებნოთ ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი პარლამენტში მიიწვიეს.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics