06:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 12:58:18, 2974 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება

ამერიკული ჯარის ნაწილი სირიაში დარჩება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. 

როგორც ტრამპმა განმარტა, ჯარისკაცების ერთი ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, ხოლო ნაწილი იორდანიის და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებს.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარების სირიიდან გაიყვანა დაიწყო. 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics