22:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 18:55:26, 2216 ნახვა

ეკონომიკა
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - გვინდა ტურიზმის კუთხით საქართველოს გამოცდილება შევისწავლოთ

ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ელიორ განიევის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო საკითხები და საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 9 თვის განმავლობაში 15%-ით არის გაზრდილი.

„ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით და მოვახდინოთ სინერგია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში", - განაცხადა ელიორ განიევმა.

უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.

ელიორ განიევის თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს.

„ეს ფორუმი შესანიშნავი საშუალებაა, განვიხილოთ სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარება. ფორუმის ფარგლებში ვაჭრობის საკითხების განხილვა დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სატრანსპორტო ურთიერთობა, რადგან ეფექტური კორიდორის გარეშე ვაჭრობის განვითარება შეუძლებელია", - აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics