|
2019-10-21 18:49:32, 2060 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს აბრეშუმის გზის კონტექსტში და ასევე ორმაგად საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ამ პერიოდში უზბეკეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და ღია და ლიბერალური ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. „უზბეკეთს აქვს ძალიან განვითარებული ინდუსტრია - ყველანაირი ინდუსტრიული ტვირთი, რომელიც ეძებს საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზას ევროპული ბაზრებისკენ. საქართველო ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ სწორედ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც უზბეკეთია, ისარგებლონ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, განვითარებული საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, რათა მათმა ტრანზიტულმა ტვირთებმა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს ევროპულ ბაზრებს. ასეთი ქვეყნები ისწრაფიან დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საქარველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.
(ns)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)