|
2019-10-21 16:20:04, 1956 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - მელია არათუ ძალადობის ორგანიზატორია, არამედ საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა წარიმართა. მელია დღეს სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, ვინაიდან წინა სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარბაზიდან გააძევეს, დღეს მას პროცესზე დასწრების უფლება არ ჰქონდა. „ერთადერთი, რაც ბრალდებას წარმოდგენილი აქვს და რაზედაც ცდილობენ ააგონ მთელი პოლიტიკური კონტექსტით მოტივირებული საქმე, ეს არის ნიკა მელიას საჯაროდ გამოსვლა ტელევიზიაში, სადაც იგი საუბრობს მშვიდობიან და კონსტრუქციულ გადანაცვლებაზე პროტესტის გასაგრძელებლად საქართველოს პარლამენტში. მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს წარდგენილი გვაქვს პირდაპირი მნიშვნელობით მტკიცებულებები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ ნიკა მელია, არათუ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელია ძალადობის, არამედ იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოლაპარაკება არის უალტერნატივო და უნდა დამშვიდდეს სიტუაცია“, - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა. ცნობისთვის, 10 ოქტომბერს სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)