|
2019-10-21 14:44:59, 2151 ნახვა
კომენტარი
დავით ქაცარავა: ატოცთან რუსი ოკუპანტების გამოჩენას ნებისმიერ დროს ველოდებით
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეები დოლომიტის საბადოებისკენ მოიწევენ. ქაცარავას მტკიცებით, ისინი საოკუპაციო ხაზთან რუსი მესაზღვრეების გამოჩენას ნებისმიერ დროს ელოდებიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. „ხელისუფლებამ რეალურად ხელი შეუწყო რუსეთს საოკუპაციო რეჟიმის წარმატებულად შესრულებას. ჩვენ ნებისმიერ მომენტში ველოდებით იმას, რომ ოკუპანტები კვლავ გამოჩნდებიან და გააგრძელებენ შემოღობვის პროცესს, ვინაიდან ატოცი-ქვემო ოქონას პერიმეტრი არის 5-კილომეტრიანი, შესაძლებელია ცოტა მეტიც, ამ მანძილის მხოლოდ 330 მეტრია შემოღობილი. არ გაღიზიანების პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ არის ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივიღეთ 55-კილომეტრიანი გავლებული მავთულხლართი, იმ 98 კილომეტრიდან, რომელიც შეადგენს სამაჩაბლო-ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ "ტვ პირველის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)