|
2019-10-21 13:43:05, 1567 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - პირი, რომელმაც ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, ჩვენების მისაცემად მზად არის
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაგზავნილი „მუქარის წერილზე“ 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. გარდა ამისა, კორძაძის მტკიცებით, ადამიანი, რომელმაც ხაზარაძეს სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენების მისაცემად მზად არის. „ამ საქმესთან დაკავშირებით შუამავალი არ არსებობდა. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც წერილი მოიტანა, გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს. ის მზადაა ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ადვოკატმა. აღსანიშნავია, რომ კორძაძემ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა ჟურნალისტებს ელექტრონულად დაურიგა. მისივე თქმით, ეს დაცვის მხარის ერთ-ერთი დაცვის ბერკეტია. "მარტო ექსპერტიზის დასკვნაც კი საკმარისია, რომ წარვადგინოთ პროკურატურაში, მაგრამ, რომ აღარ ითქვას, დედანი რატომ არ მოიტანეთ, ამიტომ, გადავწყვიტეთ წერილის რიგინალი პროკურატურაში წარვადგინოთ", - განაცხადა კორძაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)