15:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-20 13:12:22, 2597 ნახვა

საზოგადოება
გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, ორ ეტაპად ხორციელდება. პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება  ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა. მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი. ასევე ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად მზადაა გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა.

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამ მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროექტს შორისაა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics