15:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 12:38:49, 1837 ნახვა

საზოგადოება
ელოშვილი - დღის ბოლოს გახდება ცნობილი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა, ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა, ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. 

როგორც ელოშვილი აღნიშნა, მანამდე ევაკუირებულ მოსახლეობას სასტუმროებში დააბინავებენ. მისივე თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ, მაცხოვრებლები კონპენსაციას მიიღებენ. 

„ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე მაქსიმალურად გვქონდეს სურათი, რამდენად უსაფრთხოა შენობა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, გამგებობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ. რაც შეეხება სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება", - განაცხადა ელოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics