22:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 10:35:25, 4242 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და პარტნიორების მხრიდან ერთხმად აღიარებულია ის წინსვლა, რომელიც რეფორმების ნაწილში გაგვაჩნია

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ერთხმად აღიარებულია ის წინსვლა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რეფორმების ნაწილში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას.

მისის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„ჩვენი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ მიუხედავად იმ საგარეო შოკებისა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში გვაქვს ბოლო წლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ 5%-იანი ზრდა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, საკმაოდ ამბიციური და გამბედავია ამ მოცემულობაში. მთავარია, რომ ამ ფონზე, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ რეფორმების გზიდან. საუბარია, ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მიმდინარეობს მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში, ასევე, უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციური, ფისკალური თუ სხვა რეფორმები. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მდგრადად მივყვეთ ამ მიმართულებას და ისინიც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics