|
2019-10-19 10:17:08, 865 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა. ”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა , ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ. „კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)