12:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 12:47:11, 2826 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე - ეს ნორმალურია, თუმცა არანაირი შედეგის მომტანი არ არის

ამერიკელი დიპლომატი მეთია ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაში არაფერი გასაკვირი არ არის. 

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, ასეთი ტიპის საუბრები ნორმაალურია, თუმცა მანვე დასძინა, რომ ეს შეხვედრა, რომელიც მინისტრებს შორის ნიუ-იორკში შედგა, არაფრის მომტანი იქნება. 

"ეს ნორმალურია, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ესაუბრებიან; რუსეთი საქართველოს მეზობელია, რუსეთს ძალიან დიდი ეკონომიკური ბაზარი აქვს. მაგრამ ეს შეხვედრა არ მოიტანს რაიმე ტიპის გარღვევას პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის არც ორი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში, იქამდე, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული. შეუძლებელია, ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების დალაგება ამ პირობებში", - განაცხადა ბრაიზამ „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან" ინტერვიუში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics