|
2019-10-18 12:39:35, 3550 ნახვა
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები დასრულდა
ეროვნულ სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზას მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემები შეემატა. მესტიის სოფლებში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს პროექტით გათვალისწინებული საველე-აღწერითი სამუშაოები. საველე ოპერატორებმა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, ციფრულ ფორმატში სრულად აღწერეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიული მონაცემი, მათ შორის: მისამართები, სატრანსპორტო ქსელი, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, გადასასვლელები, ველო ტერმინალები, ბენზინგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ასევე სპორტული, გასართობი, კვების, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვა ობიექტები. მთლიანობაში, მესტიაში აღიწერა 143 სოფელი, 1 772 ინტერესის ობიექტი, 835 კმ. სიგრძის მქონე საავტომობილო გზა და 731 საგზაო ნიშანი. სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. ამ დროისთვის საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოები დასრულდა საგარეჯოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, მარტვილის და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში. ჯამში, აღწერილია 466 სოფელი. პროექტის ფარგლებში საველე აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაგეგმილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების სოფლების აღწერა. ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, ქვეყანაში ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. ამ დროისთვის პროექტის ორივე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აღწერილია 208 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის: 119 311 ინტერესის ობიექტი, 89 300 საგზაო ნიშანი და 57 კმ. საველოსიპედო ბილიკი. საველე სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების და ხარისხის კონტროლის პროცედურები. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამის გარდა, სააგენტო მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-საც მიაწვდის, რომელიც ინფორმაციას თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს. სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)