22:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 12:36:56, 3178 ნახვა

ეკონომიკა
„ბილაინი“ NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფვიონი“- წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში დღეს ასტროფიზიკის ობსერვატორიაში იწყება.

NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც  კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. შეჯიბრი NASA Space Apps ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა, რომელიც  ერთდროულად  200-მდე სხვადასხვა ლოკაციაზე მსოფლიოს გარშემო საასპარეზოდ იწვევს ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. 

NASA Space Apps Challenge საუკეთესო შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის საქართველოდან ჩაერთონ გლობალურ კონკურსში და იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად NASA-ს მიერაა განსაზღვრული როგორც პრიორიტეტი, დედამიწასა და კოსმოსში. ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ, ხოლო პირველ და მეორე საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები ფულად ჯილდოებს მიიღებენ 2,000 და 1,000 ლარის ოდენობით.

ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau-სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics