|
2019-10-18 12:15:01, 2531 ნახვა
პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა
ამერიკელი დიპლომატის მეთია ბრაზას განცხადებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაბლოკა, - ამის შესახებ დიპლომატმა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალშიც მოხდეს. გარდა ამისა, მისი თქმით, ამავე სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას მყარად უჭერდა მხარს. "2008 წელს, ვაშინგტონში, ჩვენ შეიმუშავეს გეგმა, რომ საქართველოს თავი დაეძვრინა იმ მახისგან, რომელის დაგებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა. მის [პუტინის] გეგმაში იყო, სააკაშვილის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება. საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მოუწევდა ან ტერიტორიების გადაცემა ან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა. გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ მთელი რიგი ზომები, რომელიც მათ შორის მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებმა, რომლებიც „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა. გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ რუსეთთან კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. როდესაც გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი შტაინმაიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ის ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც რუსეთთან დაპირისპირება მოჰყვებოდა", - აღნიშნა ბრაიზამ. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა ევროკავშირის პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ორგანიზაცია კონკრეტულად არავის დანაშაულზე არ საუბრობს და მხარეებს მხოლოდ დიალოგისკენ მოუწოდებს. "ამბობენ, რომ ყველა მხარე ნაწილობრივ დამნაშავეა. რაც შეეხება საქართველოს 2008 წელს, დამნაშავე ერთი მხარე იყო: რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, ამ რწმენით ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. საუბედუროდ საქართველოს პასუხი, ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მის ინტერესებს ზიანი მიაყენა", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)