16:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 11:56:16, 936 ნახვა

საზოგადოება
onoff.ge - ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია.

მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით:

„Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის საშუალებით".

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics