|
2019-10-17 11:53:42, 1697 ნახვა
კომენტარი
„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ჯერ არ ხორციელდება“ - თურნავა კომპანია „სიბირის" ფრენებზე განმარტებას აკეთებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსული კომპანია "სიბირის" მიერ ქუთაისიდან ფრენებს განხორციელების ფაქტს ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე იმის დადასტურება, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენები აღდგა, შეუძლებელია. როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, იმისათვის, რომ ფაქტის დადასტურება მოხდეს, საქართველოს საჰაერო ადმინისტრაციამ შესაბამისი შეტყობინება უნდა მიიღოს, რაც მინისტრის თქმით, ამ დრომდე არ მომხდარა. "არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით თუკი რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. რა ფაქტსაც ასახელებთ, გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფაქტს მივესალმებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "სიბირი" ქუთაისიდან ფრენებს განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)