2019-10-16 23:26:43, 2094 ნახვა
სამართალი
გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში ორი კაცი დაჭრეს. ორ კაცს დაზიანებები დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს.
15 წლის მოზარდს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები მისთვის უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღით მიაყენა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანა იქვე მდებარე მაღაზიიდან აიღო, დაჭრას კი წინ შელაპარაკება უძღოდა. მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა და კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენ. სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, 39 წლის სერგო ოსვინკინი, რომელიც ინციდენტისას, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მას ბრალს დღეს წაუყენებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,