03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 12:21:32, 1945 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე გამართულ ტრადიციულ ფესტივალს წელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება. აჭარული სოფლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძეს ქუჩაზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორითაა წარმოდგენილი. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაზრდილია ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები. 

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე დღეს  ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ „კოლხა“, და „არსიანი, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანა“ და „ათძალი“ იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ბენდი Seaside დაასრულებს.   

14 ოქტომბერი

14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“

14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“

15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი  „კოლხა“

16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში

17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“

18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside” 

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics