16:51 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 13:37:49, 568 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ფოთში თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო

ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა, რომელიც წელს პირვლად ტარდება.

საზეიმო ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრების და ქართული დასების წარმომადგენლები.

ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა. მათ სპექტაკლი "ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ" წარადგინეს. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics