|
2019-10-11 14:31:35, 2132 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: საქართველო ასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში მნიშვნელოვანი რგოლია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმმა, წინა ფორუმებთან შედარებით, მეტი მასშტაბურობა შეიძინა და წელს არის სიახლეც - ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის ევროპის საინვეტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და გაეროს ოფისი ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ. 2019 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებთან სასტუმრო „ბილტმორში" ისაუბრა, სადაც დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. მისი თქმით, საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე ხელს უწყობს დამატებითი პოტენციური ინვესტორების მოზიდვას. „წელს გვეყოლება ბევრი ისეთი პოტენციური ინვესტორი, რომლებიც პირველად სტუმრობენ საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში ის საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან და უკვე საქმიანობენ საქართველოში, მათ გააცნობენ ჩვენს ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას, რაც იქნება კარგი მოტივაცია ცნობიერების ამაღლებისა და მომავალში დამატებითი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის", - განაცხადა გენადი არველაძემ.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)