|
2019-10-11 14:12:16, 1945 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ შოთა შანიძის საქმეზე განჩინება გამოაქვეყნა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი სრულად მიუღებლად ცნო დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა მის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი). საქმე „შანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივნის, შოთა შანიძის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართალწარმოების პროცესში (2008-2010 წლები) ეროვნული სასამართლოების მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასების საკითხს. კერძოდ, 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დაყრდნობით, მომჩივანი მიიჩნია ფსიქიკურად ჯანმრთელად. პირველი ინსტანციის სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას კერძო ექსპერტიზის ალტერნატიულ დასკვნასთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც მომჩივანს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა. 2010 წლის 30 მარტს სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 1 ივლისს მიუღებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა ის მიზეზები, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას კერძო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით. აგრეთვე, პირველი ინსტანციის სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, დაეფუძნა მომჩივნის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოებას, მომჩივანს აღნიშნულ ეტაპზე, თავისი შუამდგომლობის საფუძველზე, ჩაუტარდა ალტერნატიული ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მას არასდროს წარუდგენია არცერთი სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი სრული მოცულობით მიუღებლად ცნო დაუსაბუთებლობის გამო.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)