03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 14:05:55, 3552 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება გაუწია

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებში აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება.

ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ნენიის, ბუთურაულის, ნიგაზეულის, ფურტიოს, მჭედლურისა და ფორჩხეთის მოსახლეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრთან ამირან ბერიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს.

ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად, ფრიდონ ფუტკარაძე ბუთურაულში როლანდ დიასამიძისა და ნენიაში, დედეშვილების უბანში გელა მამულაძის მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა, რომლებსაც ერთჯერადად მატერიალური დახმარებია გაუწია.

ნიგაზეულში, ფრიდონ ფუტკარაძემ კეკელიძეების საოჯახო სასტუმროც დაათვალიერა და ,,მწვანე სახლში" სიმბოლურად ღამე გაათია. ოჯახს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმისა და საოჯახო სასტუმროების განვითარების პერსპექტივაზე სახელმწიფო მნიშვნელოვნ ნაბიჯებს დგამს. კეკელიძეებმა სასტუმრო USSAD -ს პროგრამის ფარგლებში მოაწყეს და 10-წელზე მეტია სხვადასხვა ქვეყნიდან ვიზიტორებსა და ტურისტებს მასპინძლობენ. მოსულ სტუმრებს ,,მწვანე სახლში“ ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილების დათვალიერებასთან ერთად აჭარულ კერძებსაც სთავაზობენ.

შემდეგ შეხვედრებს მოსახლეობასთან შუახევის მერი უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართავს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics