18:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 10:41:31, 797 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, C ჰეპატიტის შესახებ, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 14-15 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში დარგის ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი იურგენ როქსტრო; ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე,პროფესორი მასიმო კოლომბო; ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო ნეგრო; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები და დელეგატები აღმოსავლეთ ევროპისა და ენტრალური აზიის რეგიონიდან.

როგორც საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, 14 ოქტომბერს თბილისში იწყება „აივ/შიდსით ავადმყოფებში C ჰეპატიტის მიკროელიმიანციის საერთაშორისო შეხვედრა“ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით.

ეს შეხვერდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელიმიანციის სამინზეების მიღწევას როგროც საქართველოში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან უზრუნველყო უნივერსალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობაზე ყველა აივ/C ჰეპატიტით კო-ინფიცირებული პაციენტისათვის. სადღეისოდ ქვეყანას ერთი ნაბიჯი აშორებს გამვლონილ აივ/შიდსით პაციენტებში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევამდე, რაც უნიკალური მიღწევაა საერთაშორისო დონეზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics