03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 14:56:52, 2254 ნახვა

რეგიონი
რაჭის რეგიონში რთველი იწყება

კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა  და კოორდინირებული  მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.  რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას  გამოდარებისთანავე  დაიწყებენ.

ამბროლაურში, მევენახეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics