03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 10:23:23, 1679 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების თანამშრომლებს შეხვდა

შუახევი მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგო შეხვედრა ხელმძღვანელმა მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან და საფინასო სამსახურის უფროსთან ანზორ ცეცხლაძესთან ერთად ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან გამართა.

შეხვედრას ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, ბაგა-ბაღბის მენეჯერები, დიეტ-ექთნები და მნეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს, 2020 წლის ბიუჯეტის მიზნობრივად განსაზღვრა, ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, მათ წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 135 %-ით გაიზარდა, რაც ამ დროისთვის, 1270700 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს, სასწავლო სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვისთვის ბაღებში გატარდა სხვადასხვა სახის მატერიალურ - ტექნიკური ღონისძიებები.

შუახევში, დღეის მდგომარეობით11 საბავშვო ბაღში და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 530-მდე აღსაზრდელი ირიცხება. პატარების აღზრდა-განათლებაზე 220 თანამშრომელი ზრუნავს.

ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 2 ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.
 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics