|
2019-10-08 17:08:28, 2701 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ
დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ADB-სთან პარტნიორობის გაღრმავებას. თავის მხრივ, შეინ როზენტალმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია, რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით. შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა. აზიის განვითარების ბანკში მუშაობს 2004 წლიდან. ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. 2016-2019 წლებში იყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი სომხეთში.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)