|
2019-10-07 17:20:19, 2217 ნახვა
სამართალი
თბილისში აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს - ეჭვმიტანილი დაკავებული არაა
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე აფთიაქში შესულ ერთ-ერთ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. - მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სამართალდამცველებმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილი ქურდობის ადგილიდან ახლოს 200 მეტრში მიტოვებული იპოვეს. მათივე ცნობით, იგი დაზიანებული არ არის და წინასწარი მონაცემებით მანქანიდან წაღებულიც არაფერია. უწყების განცხადებით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა. პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტელეკომპანია "მთავარის" ფოტო გიორგი ჩაფიძე
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)