|
2019-10-07 17:22:42, 1380 ნახვა
ეკონომიკა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა
დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას: • „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში" - 60 მილიონი ევროს ოდენობით (KfW) პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია - აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყალის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტი ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში, ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებასა და დამსვენებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდას. დღესვე, მხარეებმა ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას: • "ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა". აღნიშნული ხელშეკრულებით, გერმანულმა მხარემ გამოყო დამატებითი დაფინანსება 1,8 მილიონი ევროს ოდენობით, 2019 წლის 14 ივნისს KfW-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე (5,7 მილიონი ევრო გრანტი) „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება". ხელშეკრულებით, ჯამში, გათვალისწინებულია 7,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის (შერჩევა KfW-სა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმებით) ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)