|
2019-10-07 14:22:39, 1721 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ზარდიაშვილი თავისით არ წასულა, მას მანდატი ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა
"ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა, გარწმუნებთ, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება, მას მანდატი დაატოვებინეს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" წევრის ვანო ზარდიაშვილის მირ დეპუტატის მანდატის დატოვებას. მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ მორიგი დაგვიანებული გადაწყვეტილემა მიიღო. "პირველი რაც მინდა ვთქვა, "ქართული ოცნება" სამწუხაროდ ყოველთვის აგვიანებს ხოლმე რეაგირებას. უფრო ადრე, მაშინ როდესაც მე მათ ვეუბნებოდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ, არა მარტო პარტიას არამედ პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი, კობახიძე ვიდრე მართლა გადაწვავდა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეგდო ყური და დაეჯერებინა ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. ისევე, როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ ვიდრე ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს და შემდეგ უკვე ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც დიდი ზიანი მიაყენა პარლამენტსაც, ქვეყანასაც, ქართულ ოცნებასაც, ისევე მოხდა ახლაც, ესეც დააგვიანეს. ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა, გარწმუნებთ, ეს არ არის ადამიანი რომელსაც აქვს რაიმე ღირსება ან შეუძლია რომ რაიმეზე უარი თქვას, რაც მისთვის კომფორტულია, მას დაატოვებინეს დეპუტატის მანდატი. დააგვიანა გადაწვეტილება, მათ უკვე ისეთი ზიანი მიიღეს ამ ადამიანის გამო, ამ ზიანის რეაბილიტირება იქნება შეუძლებელი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება რაც მიაღებინეს ზარდიაშვილს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მიაღებინა. რას დაწერს განცხადებაში არ მაინტერესებს, რადგან ის იქნება სხვისი დაწერილი ტექსტი. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ბევრად მასზე ძლიერი ადამიანები ჩემი პროფესიული და საჯარო ბრძოლის ეტაპზე მიპირისპირდებოდნენ და არ მახსოვს რომელიმეს გაემარჯვა ამ ბრძოლაში. ვისი ლაქიაც იყო ეს ადამიანი, აი მათ პატრონებთან მქონდა სულ ჭიდილი და არასოდეს ამ ჭიდილში დამარცხებული არ გამოვსულვარ. არა იმიტომ რომ უძლეველი ვარ, არამედ იმიტომ რომ სიმართლეს ვატარებ და არ ვიხევ უკან ბრძოლაში", - აცხადებს ბესელია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)