|
2019-10-07 13:44:09, 2300 ნახვა
სამართალი
პატარაია - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის საქმე ხელოვნურადაა გაჩერებული
„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება ხელოვნურად არის გაჩერებული. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საქმის გამოძიებაში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც არის ჩართული. "არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს და მე მინდა მივმართო თადუმაძეს, რომ მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მთავარი პროკურორის დონეზე და საქმე ხელოვნურად არის გაჩერებული. ჩემთვის გაუგებარია "ქართულ ოცნებასა" და ამ ადამიანს რა ურთიერთობა აქვთ ისეთი, რომ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება" ვინმე ილიას დასაცავად ჩემთვის გაუგებარია. ეს მათი საქმეა. მაგრამ ბრალის წარდგინება, როდესაც მოხდება ადამიანისთვის ძალიან ლოგიკური იქნება თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება", - აღნიშნა ბაია პატარაიამ. ცნობისთვის, საქმე ეხება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს. კერძოდ, სექსუალურ ძალადობაში ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)