17:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:14:56, 1451 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ვიცი, თუ რა გეგმები აქვს ვანო ზარდიაშვილს - მალე თქვენც უფრო მეტი გეცოდინებათ

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მანდატის შესაძლო დატოვებას გამოემაურა. 

მისი თქმით, დეპუტატის მანდატი არასდროს ყოფილა ზარდიაშვილისთვის მთავარი ღირებულება და თვითმიზანი. მანვე დასძინა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ზარდიაშვილი თავად გააკეთებს. 

"ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი არ არის მისთვის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც საერთოდ ჩვენი გუნდი მუშაობს. დეპუტატის მანდატი, ნებისმიერი თანამდებობაც ეს არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი, მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, თუ რა გეგმები აქვს მას და ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ცოტახანში თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი და ალბათ უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ბატონმა ზარდიაშვილმა ისაუბროს", - განუცხადა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვოს.
 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics