04:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 12:57:21, 1468 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა

პროექტ „ღია შეხვედრების" ფარგლებში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე და ფატი ხალვაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ. 

„მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ფორმატი გრძელდება და ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველგან შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ყველა მუნიციპალიტეტში," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს. მოსახლეობის მთავარ პრობლემად სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხები დასახელდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრების მსვლელობისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კაპრეშუმში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სოციალურ სახლში იქნება 39 საცხოვრებელი ბინა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. 

თორნიკე რიჟვაძემ ასევე მოინახულა განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზა, სადაც 1,05 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დაიგო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს. 

პროექტი „ღია შეხვედრები" საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics