09:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 11:54:22, 1241 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების საკითხი გუნდში არ განხილულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვების საკითხი გუნდში არ განხილულა.

"მსგავსი ინფორმაცია პირველად გავიგე. არანაირი მსგავსი რამ არც განიხილება და არც განხილულა გუნდში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრება ზარდიაშვილი სესიებსა და კომიტეტის სხდომებს, ოხანაშვილმა განმარტა, რომ მას საპატიო მიზეზი აქვს. 

"ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ საპატიო მიზეზით ვერ ესწრება და რა არის ეს მიზეზი, ამის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "TV პირველის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ქართული ოცნების" წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics